LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტი სილამაზის კონკურსის ჟიური გახდება

68

„ხელოვნური ინტელექტი“ – სულ უფრო აქტუალური თემა და ტერმინია თანამედროვე ტექნოლოგებსა და ახალ ამბებში. ამჟამად ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, რადგან ცნობილი ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტი სილამაზის კონკურსის ჟიური გახდება. უნიკალური პროექტი ისეთი კომპანიების ხელშეწყობით შეიქმნა, როგორებიც არის: NVIDIA, Microsoft, Cyber Future, RYNKL და სხვები.

15 იანვრამდე საშუალება გექნებათ ფოტო ატვირთოთ საიტზე http://beauty.ai/.  კონკურსის ჟიური, რომელიც სამ ალგორითმს წარმოადგენს, თავის საქმეში ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს. პირველი ალგორითმი (RYNKL) ადამიანის ნაოჭის სიღრმეს შეამოწმებს, მეორე (MADIS) დიდი რაოდენობით ფოტოდან იმ რამდენიმეს ამოარჩევს, რომლებიც მოცემულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მესამე (Symmetry Master) ფოტოზე ადამიანის სახის სიმეტრიას ადევნებს თვალს. სწორედ ეს სამი ალგორითმი გამოავლენს გამარჯვებულს.

სულ კონკურსში ორი გამარჯვებული გამოვლინდება – ქალი და მამაკაცი. შედეგები საიტზე http://beauty.ai/ გამოქვეყნდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები