LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

114
1576437421-78951932-10220801083676825-6005822459859697664-n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ხანძარი გაჩნდა. შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი-ცოლ-ქმარი. დაშავებულია მათი 40 წლამდე ასაკის შვილი, რომელსაც სხეულზე დამწვრობები აღენიშნება და იგეგმება მისი გადაყვანა ქუთაისის დამწვრობის ცენტრში.

როგორც ცნობილია, ხანძრის დროს სახლში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა სახლში, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე გაჩნდა.

 

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები