ხელვაჩაურში, საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვა.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შველს უმკურნალებენ, შემდეგ კი, ველურ ბუნებაში გაუშვებენ.
“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა.
შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.
მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ,”-ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.