უკრაინის ქალაქი ხერსონი რუსულმა ძალებმა დაიკავეს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქის მერი დახმარებას სთხოვს მთავრობას და სხვადასხვა უწყებას, რათა უზრუნველყონ მარაგების, მათ შორის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება და დაჭრილების ევაკუაცია.
ადგილობრივი საბჭოს წევრმა BBC-ის განუცხადა, რომ დაიღუპა 200 ადამიანი, მათ შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე.
ამასთან, უკრაინის ქალაქ ჟიტომირში საცხოვრებელ კორპუსებში სარაკეტო დარტმის შედეგად გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.