ხერსონის ოლქში, ალექსანდროვკას რაიონში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების შტურმი მოიგერიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია „სამხრეთის“ ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთსაათიანი თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა და რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია რუსეთის არმიის 28 ჯარისკაცი, განადგურებულია 5 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ჯავშანტექნიკა, საინჟინრო, საავტომობილო და უპილოტო საფრენი აპარატები.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.