LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხერსონში 1 და კრამატორსკში 2 ადამიანი დაიღუპა“ – რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგი 

144
თავდასხმა

უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, კირილო ტიმოშენკოზე დაყრდნობით წერს, რომ „რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რასაც მინიმუმ ერთი დაღუპულის სიცოცხლე ემსხვერპლა“.

„ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს ქალაქი. ჭურვი პირდაპირ საცხოვრებელი კვარტალის გზაჯვარედინზე ჩამოვარდა. ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა“, – წერს ტიმოშენკო „ტელეგრამზე“.

საჰაერო თავდასხმა განხორციელდა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზეც, კირილო ტიმოშენკო აცხადებს, რომ დაღუპულია ორი ადამიანი.

„სარაკეტო დარტყმა ქალაქზე. ოკუპანტებმა დაარტყეს საგზაო ნაწილს და ავტომობილს ხალხით. ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა“, – აღნიშნავს ტიმოშენკო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g