სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე ცოტა ხნის წინ ხმაური იყო.
როგორც “ფორტუნას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პოლიციამ აქციის მონაწილე ორი პირი დააკავა.
აღნიშნული პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ გარშემომყოფებს.
არსებული ინფორმაციით, ორივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.