LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ოზურგეთის საკრებულოში -„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

183
საკრებულო ოზურგეთის

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ.

ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ცდილობდნენ დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაეყვანათ.

„მთელმა საქართველომ ნახა გუშინდელი კადრები „ვივამედიდან“, თუ როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საქართველოს რუსული მთავრობა კლავს პუტინის პირად პატიმარს. პროტესტის ნიშნად გვინდოდა სხდომის დატოვება, რამაც გამოიწვია „ქართული ოცნების“ საყოველთაო ისტერიკა.

მთელი დასავლური სამყარო ამბობს, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ამ დროს კმაყოფილია რუსეთი. გუშინ გავიგეთ რომ სეპარატისტებიც კი მადლობას უხდიან „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ პრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ.

დაპირისპირება დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები