LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალაქიდან 1 პირუტყვის გადადენა 500 ლარი ჯდება“ – ოზურგეთის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო

46
985EC9B2-E7D9-491C-B019-6AD39184044A

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო.

დაპირისპირების მიზეზი ოზურგეთის მერიის ერთ-ერთი პროგრამის ბიუჯეტი გახდა, რომლის თანახმადაც, ქალაქის ტერიტორიიდან ერთი რქოსანი პირუტყვის გადადენა 500 ლარი ჯდება, ამ სერვისის მთლიანი ბიუჯეტი კი 90 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროგრამა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა სხდომაზე გააპროტესტა და თქვა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალურია, ასეთ მომსახურებაზე ამხელა თანხის ხარჯვა უპასუხისმგებლობაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებებს, უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა  ოპოზიციის წარმომადგენელს არაკომპეტენტური და პროვოკატორი უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები