LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ვაკის საარჩევნო ოლქთან – დაკავებულია ლეიბორისტების სამი აქტივისტი

60
BeFunky-collage (5)

ხმაური და დაპირისპირება ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მისვლას მოჰყვა. ისინი საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ წარმომადგენელს სხდომაზე არ უშვებენ.

„აქ მიმდინარეობს საოლქო კომისიის სხდომა. საბურთალოს საოლქო კომისია ჩვენს წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს. კარები აქვთ ჩაკეტილი, საოლქოს თავმჯდომარე ტელეფონს არ პასუხობს“, – თქვა „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ მიხეილ ქუმსიშვილი.

დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან სამი პირი გაიყვანეს. როგორც შსს-ში აცხადებენ , დაკავებულია სამი პირი , რომელთაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

 

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობა. ამის შესახებ განცხადებები დღეს უკვე გააკეთეს “ევროპულმა საქართველომ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა” და “ლეიბორისტულმა” პარტიამ.

ფული არჩევნებს ვერ იგებს, არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია: კობახიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g