LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ზუგდიდში – გარემოვაჭრეები დახლების დემონტაჟს აპროტესტებენ

72

ზუგდიდში დილიდან გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიოტრიაზე არიან შეკრებლები და ადგილზე მერიის წარმომადგენლების მისვლას მოითხოვენ.

გარემოვაჭრეების განმარტებით,  გუშინ,  გვიან ღამით, მათი სავაჭრო დახლები მერიის სამსახურებმა ნაგავსაყრელებზე გადაყარეს, გადაყრილია სავაჭრო საქონელიც.

გარემოვაჭრეებს შესაბამისი სამსახურები არც ნაგავსაყრელზე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციას ზუგდიდის მერიასთან გააგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g