LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ზუგდიდში: სოფელ დარჩელში „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებენ

98
ალტ-ინფოს პარტია დარჩელში

ზუგდიდის, სოფელ დარჩელში, სადაც „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი გახსნეს, ხმაურია.

ადგილობრივები ოფისის გახსნას აპროტესტებენ და სახლის მეპატრონისგან, სადაც ოფისია განთავსებული, „კონსერვატიული მოძრაობის“ ბანერის ჩამოხსნას მოითხოვენ.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

„მწარედ მახსოვს რეალობა, რაც 1993 წლის შემოდგომაზე იყო. ჩვენი სოფელი მხედრიონმა ნაცარტუტად აქცია. მხედრიონმა, რომელიც რუსეთის დავალებას ასრულებდა.

აქედან გამომდინარე, დღეს პუტინის რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ჩვენს სოფელს კიდევ ერთხელ გაუსწოროს ანგარიში, რასაც არცერთი დარჩენილი არ მივესალმებით და ვიქნებით წინააღმდეგები.

ხალხი, რომლებმაც 90-იანები გაიარა, ის მხედრიონის დიდი ტყვეობის ქვეშ იცხოვრა, ამას არ დაუშვებს.“– განაცხადა მედიასთან საუბრისას სოფლის მცხოვრებმა.

თავად „კონსერვატიული პარტიის“ წევრები ამბობენ, რომ აქციაზე „ქართველი ხალხი არ დგას, დგას „ნაციონალური მოძრაობა.“

 

 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
magti 5g