LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმელთაშუა ზღვაში, სავარაუდოდ, 170 მიგრანტი დაიღუპა

_105252730_gettyimages-1083151542

ხმელთაშუა ზღვაში, ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, სავარაუდოდ, 170 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

სამმა მიგრანტმა, რომლებიც გადარჩნენ, განაცხადეს, რომ ნავში 120 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა უმეტესობა დასავლეთ აფრიკიდან იყო.

ნავმა ლიბიის სანაპირო ხუთშაბათს დატოვა და დაახლოებით, 10-11 საათის შემდეგ ჩაძირვა დაიწყო. მიგრანტებს შორის ათი ქალი და ორი ბავშვიც იყო. ლიბიამ იმ რაიონში, სადაც ნავი ჩაიძირა, სავაჭრო გემი გაგზავნა, მაგრამ ვერავინ იპოვეს.

დაღუპულია სავარაუდოდ, კიდევ 53 მიგრანტი, რომლებმაც მაროკო ნავით დატოვეს. გასული წლის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში 2297 მიგრანტი დაიღუპა, ევროპაში კი 116959-მა მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g