LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინმა ვიღაც ბებო ჭკუიდან გადაიყვანა, ვარსკვლავები ანჩხლობენ – ამბები მოკლედ

106
download

„მილანმა“ რალფ რანგნიკს შეთავაზა შეითავსოს მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის თანამდებობები.

გასპერინი დაასახელეს სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად.

„რეალისა“ და „ბარსელონას“ ელ კლასიკო 1 მარტს გაიმართება. ლა ლიგამ დაადასტურა.

„ატლეტიკო“ და „რომა“ ლინგარდით არიან დაინტერესებული.

მესისა და პიკეს შორის ვარჯიშზე კონფლიქტი მოხდა (As).

ფატიმ ლა ლიგაში იმდენივე გაიტანა, რამდენიც როდრიგომ, იოვიჩმა და ვინისიუსმა ჯამში. „რეალმა“ მათში 150 მლნ ევრო გადაიხადა.

რამოსი და ვარანი – საუკეთესო წყვილია ამ სეზონში ევროპაში. „რეალს“ ერთხელაც არ წაუგია მათთან ერთად.

გარეთ ბეილმა დააფუძნა კიბერსპორტული ორგანიზაცია.

მბაპე უკმაყოფილოა, რომ მას უფრო ადრე ცვლიან, ვიდრე პსჟ-ს სხვა ვარსკვლავებს. სპორტული დირექტორი ლეონარდო მასაც შეხვდა და ტუხელსაც კონფლიქტის შემდეგ.

ლევანდოვსკი მე-8 მიიჩნიეს წლის საუკეთესო ფეხბურთელად პოლონეთში.

პრემიერლიგის კლუბებმა 2020 წლის სატრანსფერო დედლაინის დროს 25 მლნ ფუნტი დახარჯეს. ეს 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვან პერსი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებზე: „კრუიფი, მარადონა, ზიდანი, მესი, რონალდო და რონალდო“.

„ბეტისის“ 38 წლის ვეტერანი ხოაკინი 80 წლის გულშემატკივარ ქალს მაისურს დაპირდა. როდესაც პირობა შეასრულა, ბებო ლამის ჭკუიდან გადავიდა.
ქალმა ახალი პლაკატიც მიიტინა:
„ხოაკინ, ეს ისევ მე ვარ. გთხოვ მაისურს და ვზეიმობთ, რომ 2021 წლამდე შენი თამაშით ისევ დავტკბებით. ეს დიდი სიხარულია!“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები