LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში, 79 წლის ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დაჭრა

99
პოლიცია 33

ხობში, სოფელ პირველ მაისში, 79 წლის ბაბუამ 24 წლის შვილიშვილი დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდას დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული და ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული დ.მ. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილიშვილს – 1997 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა
უტარდება.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხობის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო,” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში,

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

 

 

magti 5g