თემურ ებიტაშვილი ნინი ბადურაშვილთან ინტერვიუს ეპიზოდს withlovetim „ტიკ-ტოკზე“ აქვეყნებს.
წამყვანის კითხვაზე: რამდენჯერმე ახსენე გადაცემებში, რომ ზოგჯერ გგონია, რომ ის ბულინგი, რომელიც მოდის შენს მიმართ არის პოლიტიკური, რას გულისხმობ – მომღერალი პასუხობს:
„იყო… ადამიანებს ყოველთვის უნდათ, რომ მიგაწებონ მაინც და მაინც „ვიღაცისტი“, „რაღაცისტი“, „იმისტი“, „ამისტი“- ხომ შეიძლება, რომ „არავისტი“ არ ვიყო? ანუ ამის უფლება არ გაქვს… და სულ არის, რომ „იმის კონცერტზე იმღერა, იმის მეგობარი იყო, თუ იმის საყვარელი იყო, თუ იმის საყვარელი რომ იყო, იმიტომ იყო კონცერტებში“ – სულ რაღაცა ჭორი, მართალი, ჭორი, ჭორი და ამ პოლიტიკურ იარლიყებს გაკრავენ ძალიან ცუდად…“ – ამბობს მომღერალი.
წამყვანის კითხვაზე, შენი აზრით რომელმა „სტიმ“ შეუკვეთა შენზე რამე ისეთი თემა, რომ აი დაუწერეთ ნინის ცუდი კომენტარი? – ნინიმ უპასუხა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი იყო ასეთი. ვიღაცებზე ეჭვი მაქვს… არ გეტყვი, მაგრამ ზუსტად ვიცი ვინც იყვნენ მაშინაც და ახლა არ ვიცი, დიდი ხანია გადარჩენილი ვარ“ – ამბობს ნინი ბადურაშვილი.
@withlovetim იხილეთ სრული ინტერვიუ ნინი ბადურაშვილთან ჩემს იუთუბ არხზე ინტერვიუ გადავიღეთ: @Podcast Corner ♬ original sound – Temuri Ebitashvili
