LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხომ ვარ სიმპათიური? ემოციები არ გამოხატოთ, არ მინდა გაგყარონ, მინდა ცოტა ხანი გიყუროთ“ – ლევან ხაბეიშვილი სასამართლო დარბაზში მყოფებს

129
ლევან ხაბეიშვილი

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ისინჯება.

ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

სასამართლო დარბაზში მყოფების რეპლიკაზე, თუ „როგორი გამხდარია“, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა:

„ხომ ვარ სიმპათიური? ემოციები არ გამოხატოთ, არ მინდა გაგყარონ, მინდა ცოტა ხანი გიყუროთ“.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ადვოკატი: 10 სექტემბერს დაიწყეს გამოძიება, 10 სექტემბერს იპოვეს გდდ-ის 3 შეურაცხყოფილი თანამშრომელი – შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ლევანის მიერ პრემიის მიცემაზე და არ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად, როდესაც ათასობით ადამიანს თავპირს ალეწავენ?!

პროკურორის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გამოკითხული გდდ-ს თანამშრომლები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ და ისინი ამბობენ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები „ქრთამის დაპირებად მიიღეს”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g