LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა, ერთ-ერთი გარდაცვლილი 15 წლის ფეხბურთელია

646
ბექა წვერავა

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა, რის შედეგადაც სამი არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

დაშავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. 

ერთ-ერთი დაღუპული ახალგაზრდა ქუთაისის ტორპედოს აკადემიის 15 წლის ფეხბურთელი, ბექა წვერავაა. მან ბოლო მატჩი 4 დღის წინ ჩაატარა…

„დიდ გულისტკენას განვიცდით… ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი აკადემიის ფეხბურთელის, ბექა წვერავას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
თანავუგრძნობთ ოჯახსა და მეგობრებს“, – ვკითხულობთ ქუთაისის ტორპედოს აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g