LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხონში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი პროფესიული განათლების ცენტრი გაიხსნება

70
BeFunky-collage (1)

ახალი სასწავლო ცენტრი სამინისტროს, ბიზნეს სექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განვითარდება. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთლიანად აფინანსებს დამსაქმებელთა ასოციაცია, ხოლო სამინისტრო გამოყოფს რესურსს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

პროექტის მიზანია, კერძო სექტორთან პარტნიორობით თანამედროვე პროფესიული განათლების შეთავაზება რეგიონის მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და განვითარების ხელშესაწყობად. სასწავლებელი ფუნქციონირებას 2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, სტუდენტებს ძირითადად სამშენებლო, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით, პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს.

ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ელგუჯა მელაძესთან და ხონის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა მიმართულებით შეუძლია სახელმწიფოს კერძო სექტორთან ერთად ინვესტიციის განხორციელება, რათა ხონისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის, ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი პროფესიები გახდეს ხელმისაწვდომი.

დამსაქმებელთა ასოციაციის კოორდინაციით, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა ადგილობრივი კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართა და განათლების ცენტრის განვითარების პროცესში, მხარეთა მაღალი ჩართულობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g