თბილისში ბრიტანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებენ.
ბრიტანელი ექსპერტები საქმეში დაცვის მხარის მოთხოვნით ერთვებიან.
პირველ შეხვედრას ექსპერტები გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გამართავენ, სადაც კრიმინალისტიკური ლაბორატორია მდებარეობს. შესაძლოა, შესაბამისი სამუშაოები ექსპერტებმა, სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიაში განახორციელონ. ისინი ლაბორატორიის ხელმძღვანელს შეხვდებიან.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა. მომხდარზე ორი არასრულწლოვანია ბრალდებული.