LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას საქმე – დღეს სავარაუდოდ, საქმის მთავარი მოწმე მ. კ დაიკითხება

collage

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დღეს სავარაუდოდ, საქმის მთავარი მოწმე მ. კ დაიკითხება.დაიკითხება ასევე მისი ძმაც.
მ.კ სწორედ ის მოზარდია, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც დროებით საგამოძიებო კომისიაში შემავალი ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ. დეპუტატების თქმით, მოზარდი პასუხისგებაში უნდა მიეცათ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის თანამონაწილეობის ბრალდებით.

მ.კ-ს ხელახლა დაკითხვას არ ეთანხმება დაცვის მხარე. ამ საქმეზე მეორე ინსტანციაში დავობს როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ მ.კ. ცრუ მოწმეა, რომელმაც გამოძიების ეტაპზე და სასამართლო პროცესებზეც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ამის დადასტურებას დაზარალებულის ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე შეეცდებიან.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ ის მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g