LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა: გარდაცვლილია ერთი არასრულწლოვანი

179
FORTUNA.GE- (1)

ცოტა ხნის წინ ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი არასრულწლოვანი.

ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებთან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დასახლება პეტრინია იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძგები იგრძნობოდა როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე მეზობელ სახელმწიფოებშიც: სერბეთში, ავსტრიის სამხრეთ ნაწილსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში.

ამ დროისთვის მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, რომლებსაც ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავთ.

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა შენობებსაც. მიწისძვრის ამსახველი ფოტო_ და ვიდეოკადრები ვრცელდება ინტერნეტსივრცეში.

ქვეყანაში ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. გუშინ ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.

 

https://www.youtube.com/watch?v=Qbep_ubOvts

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები