LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიაში პენსიონერები 2024 წლიდან მატარებლებით უფასოდ ივლიან

129
Screenshot 2024-01-03 115837

2024 წლიდან ხორვატიაში პენსიონერები და 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები მატარებლით მოგზაურობას უფასოდ შეძლებენ. ინიციატივის ავტორი ნაციონალური რკინიგზაა.

უფასოდ მგზავრობის უფლების გამოსაყენებლად, ასაკოვან ადამიანებს სპეციალური აბონემენტის გაფორმება მოუწევთ.

საპილოტე პროგრამა 1 წელი გაგრძელდება. სამომავლოდ კი ხორვატიის მთავრობა, დიდი ალბათობით, ინიციატივის გახანგრძლივებას გადაწყვეტს.

სასიამოვნო სიახლის მიზანი – კერძო ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა, რაც ჰაერში მავნე გამონაბოლქვს შეამცირებს და გლობალურ დათბობას შეუშლის ხელს. გარდა ამისა, გზებზე საცობების რაოდენობაც დაიკლებს და მოქალაქეებს სტრესიც შეუმცირდებათ.

ევროპული ქვეყნები სულ უფრო ხშირად ცდილობენ მოქალაქეებს გადაადგილების ეკოლოგიური გზები აარჩევინონ. მაგალითად, ესპანეთში საქალაქო მატარებლები გარკვეული დროით უფასო გახადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები