ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი პლენკოვიჩი ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინელ ხალხს ბოდიშს უხდის.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტინგენტი უკვე დაბრუნდა სამშობლოში, არ ვიცი, რომელი სამხედროები გამოჰყავს პრეზიდენტს. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მე, მთავრობის სახელით, ბოდიშს ვიხდი უკრაინელების წინაშე“, – წერს ანდრეი პლენკოვიჩი „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და მისი ადგილი ნატო-ში არ არის.
მისივე თქმით, რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ზაგრები რეგიონიდან საკუთარ ჯარისკაცებს გაიყვანს. ამ განცხადების გამო, ხორვატიის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
PVRH @AndrejPlenkovic: S obzirom na to da u ?? naših vojnika nema, a kontigent stacioniran u ?? se vratio ne znam na povlačenje kojih vojnika predsjednik misli. Njegova izjava o korumpiranosti Ukrajine nije naš stav i ja se uime Vlade ispričavam Ukrajincima na takvim nebulozama. pic.twitter.com/QpwcWLu54n
— Vlada Republike Hrvatske (@VladaRH) January 25, 2022