LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე, მოკვდესო

83
ელენე-ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ კანონში წერია, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს.

ხოშტარიას შეფასებით, ამ განცხადებით, ღარიბაშვილმა ღიად თქვა, რომ „სააკაშვილი მოკვდესო.“

„ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო. პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. აი კანონში სად ნახა მიბრძანდით იკალით თავიო ეგ არ ვიცი.

ბევრ ქვეყანაში კანონით თვითმკვლელობა ჯარიმით ისჯება.

ესეიგი ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს,“- წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე.“