LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა, ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი

144
Untitled design (1)

„ზურაბ ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის“, – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია ოპოზიციური პარტიების ერთობის საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ამ კონსტრუქციაში გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა“.

„სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია“ – ენმ-ში ადასტურებენ, რომ გიორგი ვაშაძის პარტიასთან საარჩევნო ერთობას არ გამორიცხავენ

„სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი.

ცალკე მინდა ვთქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. გიორგი ძალიან კეთილსინდისიერად და ენერგიულად იყო ჩართული ყველაფერში. მადლობელი ვარ მისი ამ თანამშრომლობისთვის.

ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ – არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში.

ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებიათვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

 

სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით რომ ეს არა…

Posted by Helen Khoshtaria on ხუთშაბათი, 20 ივლისი, 2023

 

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას დღეს, 20:00 საათზე გააკეთებენ.

აღნიშნული პარტიები 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანების საკითხზე კონსულტაციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავდა, რის შესახებაც ორივე პარტიის წარმომადგენლები საუბრობდნენ.

ამავე თემაზე:

„თუ ვინმე ამბობს: „მარტო დავამარცხებ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე“…არ გამოდის” – პაატა მანჯგალაძე

მზად ვართ, ნებისმიერი კომპრომისისთვის, თუ საჭირო იქნება, გამოვალთ 5 ნომრით – მანჯგალაძე

„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ – სერგო ჩიხლაძე

მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწყებთ ხალხთან შეხვედრებზე ერთობლივად გასვლას – მოვიდნენ კვერცხებითა და ქვებით, არ გვაქვს პრობლემა!

„ძალიან მჭექარე იყო სახელწოდება „სტრატეგია აღმაშენებელი“ და რა ააშენეს, ყველამ დაინახა – არაფრის, საპნის ბუშტი იყო“ – სარჯველაძე  

პოპულალურები