LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია“ – ენმ-ში ადასტურებენ, რომ გიორგი ვაშაძის პარტიასთან საარჩევნო ერთობას არ გამორიცხავენ

123
ირაკლი ფავლენიშვილი

„კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალებთან გავერთიანდებით, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია, დავადასტურო, რომ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია“, – ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ზოგადად, ენმ სტრატეგიულ ერთიანობაზე მუდმივად აქცენტს აკეთებს და ყველა პროდასავლურ, ეროვნულ ძალებს მოუწოდებს, მნიშვნელოვანი ფუნდამენტური მიმართულებებით ერთად ჩაერთონ:

„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ - სერგო ჩიხლაძე

„ჩვენ ვისურვებდით, რომ გიორგი ვაშაძე იყოს ერთ-ერთი წამყვანი ამ ბრძოლაში“ - სერგო ჩიხლაძე

„საუბარია არა რაღაც საარჩევნო სიის გაერთიანებაზე, არამედ ოპოზიციის ისეთ ერთიანობაზე, როგორიც იყო მაგალითად, მარტის აქციების დროს, როდესაც მესიჯი იყო ერთად შემუშავებული. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მუშაობას, მათ შორის, საარჩევნო ერთობას არ გამოვრიცხავთ.

ყველა ჭორი, ასევე ზოგიერთი მოსაზრება არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. პარტიაში საერთოდ არ დასმულა საკითხი არც საარჩევნო სიასთან, არც პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით.

ამავე შემართებით, შემიძლია, ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურაზე ვისაუბროთ. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობის როგორი ფორმატები იქნება არჩეული, კონსულტაციები რომ დასრულდება, გაიგებს საზოგადოება“. – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მანჯგალაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვიწყებთ ხალხთან შეხვედრებზე ერთობლივად გასვლას – მოვიდნენ კვერცხებითა და ქვებით, არ გვაქვს პრობლემა!

magti 5g