LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხოშტარია, ჯაფარიძე ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან და მათთან თანამშრომლობით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ ხდება“ – შალვა პაპუაშვილი

140
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (13)

„ის სია, რომელიც მათ დაასახელეს, რომელთანაც ისინი ერთიანდებიან, „დროა“ იქნება, „გირჩი“ თუ ა.შ. ესენი არიან პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“. ხოშტარია, ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან. ამით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური“ მოძრაობა“ ხდება, ვიდრე თავად „ნაციონალური მოძრაობაა“, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომ „ლელოს“ თანამშრომლობა წარმოუდგენია „დროასთან“ და „გირჩთან“, ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან და ანა დოლიძესთან.

შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, ქვეყანას ჰყავს ერთი ოპოზიცია – „ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საცეცებით“.

„ეს ყალბი გადაადგილებები… მერამდენეჯერ უნდა მოატყუონ ასე ქართული საზოგადოება?! ამის არავის სჯერა! ჩვენ გვყავს ერთი ოპოზიცია – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საცეცებით, სამწუხაროდ ასეა. ოპოზიციას ჰქონდა შანსი ერთპროცენტიანი ბარიერის ფარგლებში, ამის შედეგად პარლამენტში მოხვდა ბევრი პარტია.

ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ ამით და თავისი პირადი იდენტობა ჩამოეყალიბებინათ. სამწუხაროდ, ყველა არჩევს, რომ მოექცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილი ქოლგის ქვეშ, იმიტომ, რომ იციან ამით აქვთ წვდომა მედიაზე, ფინანსებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები