LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხშირად, მოძღვართან საუბრისას ითქმება, რომ ადამიანი ლოცულობს — გულის სითბოს კი ვერ გრძნობს, და ეს ძალიან აწუხებს…“- რას ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე

234
ნინი შერმადინი

მამა თეოდორე გიგნაძე ლოცვაზე და მის ძალაზე საუბრობს.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან ამონარიდს:

„ხშირად, მოძღვართან საუბრისას ითქმება, რომ ადამიანი ლოცულობს — გულის სითბოს კი ვერ გრძნობს, და ეს ძალიან აწუხებს…

ჩვენ ვუხსნით, რომ გულის სითბო ღვთისაგან მონიჭებული მადლის შედეგია, ღმერთი გაძლევს იმას, რომ გული გაგითბეს სარწმუნოებაში — შენ არ შეიძლება ამას ითხოვდე.

პეტრე მოციქულს უნდა ჰგავდე ამ შემთხვევაში: „მე არა ვარ ღირსი, შენი მადლი მაგრძნობინო, მე ამის ღირსი არა ვარ!…“

დამხობილი უნდა იყო ღვთის წინაშე და ცოდვათა მიტევებას ევედრებოდე უფალს, როგორც ის მეზვერე, ფარისეველი რომ დასცინოდა…

განა მეზვერე რაიმე მადლს ითხოვდა გარეგნულს?!

მადლისმიერ გამოვლინებას, ან რაიმე ყოფითს?!

ცოდვათა მიტევებას ევედრებოდა მხოლოდ…“.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები