LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხშირია შემთხვევები, როცა ფინანსური ორგანიზაციები არღვევენ მსესხებლების უფლებებს” – რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ

23
Counselor going over papers with older couple

დღევანდელი გადაცემის თემაა ახალი საბანკო რეგულაციები, რომელიც კიდევ უფრო მეტად იცავს თითოეულ მოქალაქეს იმ ფინანსური ორგანიზაციებისგან, რომლებიც ცდილობენ, მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანონ. საქმე ეხება მუქარას, რომ გაუყიდიან ოჯახის წევრის ქონებას თუ სესხს არ გადაიხდის, ან მასზე ინფორმაციას მიაწვდიან ოჯახის იმ წევრს, ვინც არ იცის და ა. შ. ეს თემა და იურიდიული რჩევები გადაცემას “კანონის ფარგლებში” მიაწოდა “ჯი თი ჯი ფართნერსის” მმართელმა პარტნიორმა გვანცა გოგსაძემ. შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი გადაცემაში გარკვეული პერიოდის წინ განვიხილეთ, თუმცა როგორც გაირკვა, საჩივრების რაოდენობა არ შემცირებულა და მოქალაქეებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ, ამიტომ რესპონდენტს კომენტარი ვთხოვეთ.

“როგორც იცით, ახალი საბანკო რეგულაციები შევიდა ძალაში. ხშირია შემთხვევები, როცა ფინანსური ორგანიზაციები არღვევენ მსესხებლების უფლებებს. არსებობს ეთიკის კოდექსიც, რომელიც ეროვნული ბანკის ინიციატივით შემუშავდა. რაც შეეხება ცვლილებებს, მათი დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ეროვნულ ბანკს.

ახლა ისმის კითხვა, რისი უფლება აღარ აქვთ ფინანსურ ორგანიზაციებს ? მათ აღარ შეუძლიათ, მუქარის ტონის გამოყენება, შეეზღუდათ კომუნიკაციის დრო. აქამდე ღამის 12 საათამდე სახლშიც კი მიადგებოდნენ ხოლმე , ახლა ეს დროს 9-დან 8 საათამდე განისაზღვრა. ასევე შეეზღუდათ მსესხებლის ოჯახის წევრთან დარეკვა. თუ მისი სახელი და გვარი მითითებულია სესხის აღებისას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლიათ კომუნიკაცია.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები ძალაშია და ამაზე მსმენელს ადრეც მივაწოდეთ ინფორმაცია, ჩვენს იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიასთან მომართვიანობა ისევ დიდია. არსებითად მდგომარეობა არ შეცვლილა, რადგან მომხმარებელმა ჯერ არ კარგად იცის ამ ცვლილებებზე და ამას იყენებენ ფინანსური ორგანიზაციები. აშინებენ მსესხებლებს, თითქოს გაუყიდიან არა მხოლოდ მათ ქონებას, არამედ ოჯახის წევრის სახელზე არსებულ უძრავ ქონებასაც.

მთავარია იცოდეთ, რომ სესხს აქვს ხანდაზმულობის ვადა. თუ ეს ვადა გავიდა, თანხას ვერ ამოიღებენ. ეს ვადა ბოლო გადახდიდან 3 წლით განისაზღვრება, ოღონდ თუ ამ ვადაში ფინანსურმა ინსტიტუტმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, ასეთ დროს, ხანდაზმულობის ვადა საქმეს ვერ უშველის. ასევე იცოდეთ, რომ ოჯახის წევრის ქონებას ვერავინ გაასხვისებს და არც თქვენი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვთ გამსესხებლებს. ეს კონფიდენციალურია”, – ამბობს გვანცა გოგსაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g