LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტის დაპირისპირების ინიციატორი იყო ხელისუფლება, რომელიც გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, მან თვითონ დააყენა საკუთარი თავი კანონს მიღმა

173
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ხუხაშვილი წერს, გრიგორიადისმა დანაშაული შესაძლოა ჩაიდინა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტის დაპირისპირების ინიციატორი იყო ხელისუფლება, რომელიც, მისივე შეფასებით, გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან.

„ჩაიდინა, თუ არა დანაშაული ლაზარე გრიგორიადისმა?

ალბათ ჩაიდინა.

ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტის დაპირისპირების ინიციატორი იყო ხელისუფლება, რომელიც გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან. მან თვითონ დააყენა საკუთარი თავი კანონს მიღმა, შესაბამისად დაკარგა ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის უფლება და იქცა ერთ ჩვეულებრივ მოძალადედ.

ამ დროს საზოგადოებას აქვს თავდაცვის უფლება. უფლება, აიძულოს ხელისუფლება დაბრუნდეს კონსტიტუციის ფარგლებში.

სწორედ ეს მოხდა – ხელისუფლებამ უარი თქვა ძალადობის გაგრძელებაზე, უკან დაიხია და აღდგა კონსტიტუციური წესრიგი, ანუ მან დაიბრუნა ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის უფლება.

რით უნდა დასრულებულიყო ეს ისტორია?

რადგან დანაშაული ატარებდა ორმხრივ ხასიათს, უფრო მეტიც, ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაული ბევრად უფრო მძიმე ხასიათს ატარებდა, მინიმუმი რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ეს არის სრული და უპირობო ორმხრივი ამნისტირება.

მადლობაც უნდა თქვას, თუ საზოგადოება, რომელსაც მომავალს ართმევდნენ, ამაზე დათანხმდება,“ – წერს გია ხუხაშვილი.

ამავე თემაზე:

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება – ზუსტად ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი

კრამონი გრიგორიადისის დაკავებაზე: შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო

„ვიოლა ფონ კრამონი ვის გინახავთ აქციაზე? მე უკვე დიახ…თქვენ ყველანი ხართ მაგრებიო” – სალომე ბარკერი

„4 საათში 20 000 ლარამდე თანხა შეგროვდა… მთელი ოჯახი შოკშია, უდიდეს მადლობას გითვლიან ყველას, რომ არ დატოვეთ მარტო ეს ბიჭი“ – სალომე ბარკერი

ალუდა ღუდუშაური: „ცეცხლს ეთამაშებით! – თქვენ თუ სახელმწიფოს დამხობას დაუპირებთ, საკადრის პასუხს მიიღებთ – კანონზე მაღლა არავინ უნდა დადგეს“

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g