„ინსტრუქციით, ბიძინას კარგად სტრუქტურირებული, რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება უნდოდა, იმპერიაში შემდგომი ინტეგრაციის გამარტივების მიზნით…“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი წერს.
აღნიშნულით ხუხაშვილი, გუშინ, ბათუმში მედიაექსპერტ ზვიად ქორიძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურება.
შსს-მ გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმროში „შერატონში“ მოხდა.
როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, „ბიძინას კარგად სტრუქტურირებული, რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება უნდოდა მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც ვერ მოახერხა“:
„ქმნის მაფიოზური ტიპის სტერილურ, კვაზი-სახელმწიფოებრივ წამონაქმნს, რომელშიც სამართალდამცავი, მართლმსაჯულების სისტემები ნიღბიან „მაფიის ჯარისკაცებად”, ხოლო კრიმინალური მენტალიტეტის ჯვრებ ასხმული ეგრეთწოდებული პოლიტიკური და ბიზნეს-კლასი „მაფიის თანამონაწილეებად” არიან ქცეული და რომლებიც მხდალი ტურების ხროვასავით დათარეშობენ საკბილოს ძებნაში 10:1-ზე….“ – წერს გია ხუხაშვილი.
ინსტრუქციით, ბიძინას კარგად სტრუქტურირებული, რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება უნდოდა, იმპერიაში შემდგომი…
Posted by Gia Khukhashvili on Tuesday 14 January 2025