LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ვაღიარებ რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა – რას აცხადებს კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

1622
Untitled design (5)

ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ვაღიარებ რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, – ამის შესახებ ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის, მირიან კუკავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ამასთან, საქმეზე დაკავებული სხვა 7 პირი ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულ რვავე პირს ბრალი ოფიციალურად 30 ივლისს წარუდგინეს. ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და პროკურატურა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს პოლიტიკას ატარებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულებს, მოგეხსენებათ, ერთი-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებული.

ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისა და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი და 8 ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ამ შემთხვევაში, სხვა ღონისძიებების გამოყენება ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნებოდა. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს“,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, მისი განმარტებით, კონფლიქტი მხრის გაკვრით დაიწყო, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გასაშველებლად გარეთ არავინ ყოფილა, ერთი-ერთზე იყვნენ, ასე გამოდის – რას აცხადებენ მირიან კუკავას მკვლელობაზე დაკავებულების ადვოკატები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები