LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაშველებლად გარეთ არავინ ყოფილა, ერთი-ერთზე იყვნენ, ასე გამოდის – რას აცხადებენ მირიან კუკავას მკვლელობაზე დაკავებულების ადვოკატები

5994
Untitled design (3)

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე, ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი ასლანიძის ადვოკატმა, ალექსანდრე ასაკიშვილმა მომხდარის დეტალებზე მედიასთან ისაუბრა.

უფლებადამცველის განცხადებით, რამდენიმე პირი ჩვენებაში ამბობს, რომ პირველი დაპირისპირება მირიან კუკავასა და გიორგი ხორავას შორის მოხდა.

„გულწრფელად ვინანიებ ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებას“ – მედიაში ვრცელდება მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

მოგვიანებით კი, მკვლელობაში ბრალდებულმა, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავა ცალკე გაიყვანა, სადაც მკვლელობის ფაქტი მოხდა.

„გასაშველებლად გარეთ არავინ ყოფილა. ერთი-ერთზე იყვნენ, ასე გამოდის“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ირაკლი ასლანიძის ადვოკატმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სასამართლო სხდომაზე, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

მისი თმით, ირაკლი ასლანიძე ჩვენებაში ამბობს, რომ ის გარეთ ხმაურზე გამოვიდა, გასაშველებლად ჩაერია და შედეგად, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო.

„შუამდგომლობა იქნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთი ღონისძიების გარეშე გაათავისუფლოს, ვინაიდან უსამართლოდ დაკავებულია.

საქმის მასალებიდან გამომდინარე, არც ერთი ჩვენება არ არის, არავინ ხელს არ ადებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ იგი საზოგადოებისადმი უპატივცემულობას, ან აგრესიას გამოხატავდა. ანალოგურ ფაქტს ადგილი არ ჰქონია,“ – განაცხადა ადვოკატმა.

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ხორავას ადვოკატი გიზო ლურსმანაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კონფლიქტის წამომწყები არ ყოფილა და არც არავისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი ხორავას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.

“მტკიცებულებები გადმოგვეცა, მაგრამ ჩვენი ეჭვი დადასტურდა, არცერთი მტკიცებულება არ არის, რომ დადასტურდეს ის ბრალდება, რაც გიორგი ხორავას წაუყენეს. კერძოდ, ჩვენებებისა და გამოკითხვის ოქმების მიხედვით, აბსოლუტურად არანაირი გარემოებათა ერთობლიობა არ არის, რომ ის იყო კონფლიქტის ინიციატორი ან გამაღიზიანებელი ქმედებების წამომწყები, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი არ მიუყენებია არავისთვის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ბრალდება აბსურდულია.

რაც შეეხება შუამდგომლობას, სიმართლე გითხრათ, ბრალდების მხარისგან შუამდგომლობა ჯერ არ გადმოგვცემია. დაზუსტებით არ ვიცით, რა სახის შუამდგომლობას შეიტანს. გავეცნობით შუამდგომლობას და ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ სასამართლოში სამართლებრივი ასპექტის კუთხით“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, გიორგი ხორავას ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინა.

„გიორგი ხორავა დაკავებულია 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ა პუნქტით, რაც გულისხმობს ხულიგნობას წინასწარ ჩადენილი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. ბრალდებაც ამავე მუხლით წარედგინა და ამ კუთხით ცვლილებები არ გვაქვს. ერთი მტკიცებულებაც კი არ არის საქმეში, რომელიც ამ ბრალდებას დაადასტურებს“, – განაცხადა ადვოკატმა, გიზო ლურსმანაშვილმა.

“ტანს ზემოთ მაისური ჰქონდა გახდილი და იწვა გზაზე, ამ დროს იყო გონებაზე, თვალები გახელილი ჰქონდა” – რას წერს იუბილარი ჩვენებაში, რომლის დაბადების დღეზეც მირიან კუკავა მოკლეს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 8 პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g