LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ღია ცეცხლის კერა გვაქვს – გიორგი მღებრიშვილი

63

„ხულოში ღია ცეცხლის კერა გვაქვს, თუმცა ხანძრის მოსახლეობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს,“ – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი, ასევე, ცოცხალი ძალა 370 ადამიანის სახით.

ხულოში გვაქვს ღია კერა. დღეს დილიდან იქ გავაგზავნეთ ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთო. ასევე, დღეს დილიდან მობილიზებულია 370 ადამიანიგანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და მეხანძრეები. ისინი ინტენსიურად ახორციელებენ სამუშაოებს”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g