LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

91

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე გაჩენილ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის, განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, დამატებით ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამმართველოს 250-მდე წარმომადგენელი.

ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ტრაბზონიდან მეორე ვერტმფრენი ჩამოფრინდება. რეგიონის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ დღის ბოლოს დადებითი შედეგი იქნება.

უშუალოდ ხანძართან რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობს. ბოლო მონაცემებით, შსს სპეციალური სამმართველოს წარმომადგენლები, დაახლოებით 200-250 ადამიანი ამოვიდა. ამოტანილია სპეციალური რეზერვუარები, რომელიც ადგილზე ხელს უწყობს მუშაობას. ყოველ წუთს მანქანები ლოკაციის ადგილს უახლოვდებიან. თქვენ იცით, რომ გზა ორ ადგილზე იჭრება. ჰაერში ვერტმფრენიც გამოჩნდა. ვერტმფრენმა მუშაობა დაიწყო. ორ ლოკაციაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია იმისათვის, რომ ვერტმფრენმა წყლის აღება შეძლოს. უახლოეს პერიოდში ტრაბზონიდან მეორე ვერტმფრენს ველოდებით. ორი ვერტმფრენი ერთდროულად იმუშავებს დღეს დაბნელებამდე. მთელი რესურსი მობილიზებულია. ვფიქრობ, რომ დღის ბოლოს საგრძნობი შედეგი გვექნება,– განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები