ხულოში, შუახევსა და ქედაში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამით – „განახლებული რეგიონები“ დაფინანსებული, ურბანული განახლების პროექტების განსახორციელებლად.
პროგრამის ფარგლებში, ხულოში დაწყებულია მემედ აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია, ქედაში კი მიმდინარეობს დაბის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია.
შეგახსენებთ, 4-წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.