„ძნელად დასაჯერებელია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ამგვარი ქმედება შეცდომა იყო და არა მიზანმიმართული რუსული პოლიტიკის განხორციელება საქართველოში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აგვისტოს ომის შესახებ მის მიერვე გავრცელებულ წერილში საუბრობს.
ხუნდაძე წერილში აგვისტოს ომზე დასავლური ქვეყნების ლიდერების განცხადებებს აფასებს და წერს, რომ „მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში.“
„იმას, რასაც დღეს ვკითხულობთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური პირების განცხადებებში, მსგავსი მძაფრი სიტყვები რუსეთზე არ წაგვიკითხავს 14 წლის განმავლობაში. მესმის, დღეს დასავლეთს ასე სჭირდება, მაგრამ რა იქნება ხვალ, თუკი გლობალური პოლიტიკის რაკურსი კვლავ შეიცვლება?
ეს არის ის კითხვა, რის გამოც გადავწყვიტეთ, ხალხთან ერთად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ალბათ ყველანი დავრწმუნდით იმაში, რომ ქვეყნის სიდიდე არ განსაზღვრავს მის პოლიტიკურ დატვირთვას“, – წერს ხუნდაძე და აღნიშნავს, რომ „ძლიერ მტერს მხოლოდ გონიერებით თუ დავამარცხებთ.“
ამავე თემაზე:
პრემიერი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამხედროები
