„ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი ქართულ კანონზე დადებულ არაქართულ ვეტოს მოხსნის და კანონი შევა ძალაში – არ მგონია აშშ, დასავლეთი ასეთ გადაწყვეტილებაზე [სანქციებზე] წავიდეს, რადგან ის ამ გადაწყვეტილებით საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს, არ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში მიღებული კანონისთვის, კანონმდებლები დაასანქცირო“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
დასმულ კითხვაზე კი, რომელიც შტატების სანქციების თაობაზე გაკეთებულ განაცხადს ეხებოდა, ხუნდაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს
ჯერჯერობით უცნობია, ინდივიდების სია, რომლებზეც შეზღუდვები გავრცელდება.
„რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, საზოგადოებას აქვს მეტი საშუალება. განსაჯოს, რამდენად ობიექტურია მაგალითად ის, რომ კეზერაშვილი, რომელმაც გაძარცვა ქართული ჯარი და ევროპელი პენსიონერები, დასავლეთში თავისუფლად დასეირნობს. ასევე, ადეიშვილს, რომელმაც შექმნა მწამებლური რეჟიმი, ევროსტრუქტურებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან.
საქართველოში სამშობლოს სიყვარულისთვის და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის დეპუტატები და მისი ოჯახის წევრები უნდა დასანქცირდნენ. არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერებასა და ავიაბილეთებს და ვიზებს შორის, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.
რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მე არ ველოდები, რომ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაგრამ თუ არჩევანი მაინც დადგა, სამშობლოს სუვერენიტეტის გაძლიერება თუ ვიზები და ავია ბილეთები, რა თქმა უნდა, არჩევანი იქნება სამშობლოს სასარგებლოდ.
პასუხი საქართველოში ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით უკვე დიდი ხანია არსებობს და მეც ეს პასუხი მექნება – რომ არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოში ყველას აქვს ვალდებულება საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დაიცვას.
„როდესაც დასავლეთში დასავლური კანონი არის მაღალი საჭიროების და უკვე რიგი დგას ქვეყნებისა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად ასეთი ტიპის კანონს იღებენ და საქართველოში იგივე კანონი არის რუსული, ეს არის ორმაგი სტანდარტი. საქართველოში ყველას აქვს უფლება და მითუმეტეს, ვალდებულება, დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კითხვაზე, ვისგან იცავენ საქართველოს სუვერენიტეტს, ხუნდაძე ამბობს, რომ „სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს ყველას მხრიდან, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ყველა ქვეყანაში შედის ყველა ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები”.