LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხურვალეთთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს

pjimage-5

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ერგნეთში“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გავრცელებული ცნობებით სავარაუდოდ სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ძუკაანთკარს შორის დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე უკვე დამონტაჟებულია რკინის კონსტრუქცია, ასევე მიტანილია რკინის ჯიხური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g