ზღვის სეზონის მოახლოებისას უამრავი ადამიანი იწყებს დიეტას და წონაში დაკლებას ცდილობს. განსაკუთრებით კი ფიგურაზე ზრუნვას ქალები იწყებენ, რომ თამამად მოირგონ მოკლე, ან გამჭვირვალე კაბა, ასევე – მათთვის სასურველი საცურაო კოსტიუმი.
ფორმაში ჩადგომა და სასურველ წონამდე მისვლა კი დიეტის გარეშეც არის შესაძლებელი.
თუ თქვენ ქვემოთ მოცემულ ხუთ რჩევას გაითვალისწინებთ, არ დაგჭირდებათ არანაირი დიეტა.
- მოიმზადეთ 300 მლ. ყავა (არახსნადი), დაამატეთ ცოტა დარიჩინი, ვანილი და წითელი წიწაკა. ამ სასმელის ერთი ფინჯანი დაგეხმარებათ, დააჩქაროთ მეტაბოლიზმი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კი, შესაძლოა, ჯანმრთელობა დაიზიანოთ.
- ყველა კვების წინ მიირთვით ნახევარი გრეიპფრუტი, არ აქვს მნიშვნელობა, რის ჭამას აპირებთ. გრეიპფრუტი საუკეთესო საშუალებაა ცხიმის დასაწვავად.
- ჩაასხით ფინჯანში 200 მლ ცხელი წყალი და ჩაყარეთ დარიჩინი. დატოვეთ ნახევარი საათის მანძილზე, რომ გაგრილდეს. უკვე გაციებულ სითხეს დაამატეთ თაფლი. ნახევარი ფინჯანი დალიეთ ძილის წინ, დანარჩენი ნახევარი კი – დილით, გაღვიძების შემდეგ.
- ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დალიეთ 2 ჭიქა სუფთა წყალი. ეს ძალიან აჩქარებს მეტაბოლიზმს, ეხმარება საკვებს სწორად გადამუშავდეს ისე, რომ არ მოხდეს ორგანიზმში ცხიმის დაგროვება.
- ყველა ლუკმა 50-ჯერ დაღეჭეთ. „საკვები უნდა დალიოთ, სასმელი უნდა შეჭამოთ,“ – ეს არის ბუდისტი ბერების ძველი გამონათქვამი, რომელიც ჩვენც უნდა დავიცვათ.
თუ ამ ხუთი წესიდან ორს მაინც დაიცავთ, შეძლებთ 0.5 კგ-დან 3 კგ-მდე დაიკლოთ ერთ კვირაში.