ნამდვილი არისტოკრატების ქალაქში სახლებიც დახვეწილი გემოვნებით ნამდვილ ინგლისურ სტილშია მოწყობილი.
სახლი ფეშენ-სტრიტზე – თანამედროვე სტილის ინტერიერი მხატვრისთვის შემუშავდა, ამიტომ საკმაოდ ნათელს სახლს უამრავი ფანჯარა აქვს.
სახლი ჯერემი-სტრიტზე – ორსართულიანი პენთჰაუზი ცნობილმა ბრიტანელმა დიზაინერმა ოლივერ ბერნსონმა დააპროექტა. საძინებელს თავის აივანი აქვს, სასატუმრო ოთახი კი, ტერასაზე გადის, საიდანაც ლონდონის მშვენიერი ხედები იშლება.
სახლი სენტ-ოსვალდს-პლეისზე – მართალია, 1861 წლის ვიქტორიანული შენობა არქიტექტორმა ტონი ფრეტონმა მნიშვნელოვნად გადააკეთა, მაგრამ ისტორიული იერი მაინც შეინარჩუნა და ზუსტად მოარგო არტ-გალერეებითა და ვეგეტარიანული კაფეებით ცნობილ კვარტალს.
ეშბერგ ჰაუსი, ჩელსი – ოთხსართულიანი სახლი ლონდონის ცნობილ რაიონში საკმაოდ საინტერესოდ, თანამედროვე სტილშია მოწყობილი.
სახლი უორინერ-გარდენსზე – კოლექციონერმა და არქიტექტორმა დორის საატჩიმ მინიმალისტური დიზინი შექმნა და განსაკუთრებული ყურადღება დეტალებზე გაამახვილა.