„სტუმრად ანნასთან“ თეა დარჩიასთან ინტერვიუს გვთავაზობს. ცნობილი მოცეკვავე და „ცეკვის სახელოსნო Tedasi-ის“ დამფუძნებელი ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს პროფესიაზე, ოჯახსა და პირადზე:
წამყვანის კითხვაზე, ნანობს თუ არა რამეს მეუღლესთან, ელგუჯა მათიაშვილთან ურთიერთობაში, დარჩიამ უპასუხა:
„სათანადოდ ვერ ვაფასებ ამ ადამიანს, ვერ ვაფასებდი და ვერ ვაფასებ… ახლიდან რომ დავიწყო აუცილებლად იგივეს ავირჩევდი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე ოჯახი არ მექნებოდა…“ – ამბობს დარჩია.
კითხვაზე, კაზონოში ყოფილხარ თუ არა, თეა დარჩიამ უპასუხა:
„ხუთი წელი ვთამაშობდი კაზინოში, 5 წელი, დღე და ღამე. რწმენის ძალით მე ეს სენი დავძლიე. იქ რომ ხარ უკვე წაგებული ხარ. წაგებული გაქვს დრო, ნერვები, შენი პირადი ცხოვრება და ძალიან რთულია მერე ამ დაავადებიდან გამოსვლა, ურთულესი…“ – ამბობს დარჩია.
კითხვაზე, უამრავი ჭორი დადიოდა შენზე, პირად ცხოვრებაზე, დარჩიამ უპასუხა:
„ძალიან ბევრი მიზეზი მივეცი ხალხს სალაპარაკოდ… მე ვარ ცოცხალი მაგალითი ჩემი შვილებისთვის, როგორი არ უნდა იყო…“ – ამბობს დარჩია.
