LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძიძა რომ ჩემზე მეტად უყვარდეს ჩემს შვილს, ამას ვერ გადავიტანო“ – თეა დარჩია მარიამ მათიაშვილის „სუხიშვილებიდან“ წამოსვლაზე

602
2026-07-28_01-33-16_390666

„სტუმრად ანნასთან“ თეა დარჩიასთან ინტერვიუს გვთავაზობს. ცნობილი მოცეკვავე და „ცეკვის სახელოსნო Tedasi-ის“ დამფუძნებელი ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს პროფესიაზე, ოჯახსა და პირადზე:

წამყვანის კითხვაზე, რატომ დატოვა სცენა მარიამ მათიაშვილმა?, თეა დარჩიამ უპასუხა, რომ მან ეს შვილის და ოჯახის გამო გააკეთა.

„მე ხომ ცუდი დედა ვარ. ისეთი ყურადღებიანი დედიკო არ ვარ, რომ მიიყვანე სკოლაში, წამოიყვანე პედაგოგებთან. ცუდი დედა ვარ ქართული გაგებით, თუმცა კარგი დედა ვარ იცი რატომ, ჩემმა შვილებმა ზუსტად იციან როგორ არ უნდა მოიქცნენ. ამავდროულად აღმოჩნდა, რომ გადასარევი მოკლე გზებით ვატარე ჩემი შვილები.

მარიამი მეუბნება, დედა, ერთი ახალი ამბავი უნდა გითხრაო, თუმცა არც კი გაიფიქრო, რომ აზრი შემიცვალოო. იცოდა, რაც დამემართებოდა. მე ამით ვცხოვრობდი, რა არის ახალი, სად მიდიხართ და ა.შ. მარიამი მეუბნება, რომ ანსამბლიდან მოვდივარო. მეხი რომ დაგეცემა, მიწა რომ გამოგეცლება. ლახვარი გულში და ყველაფერი ერთად დამემართა. რატომ მეთქი ვეკითხები.

„შენს შვილებს მამა მაინც ჰყავდათ სულ გვერდშიო. ჩემს შვილს მამაც არ ჰყავს გვერდში, რადგან 24 საათი მუშაობს. მე სულ მოგზაურობაში ვარ და ძიძა რომ ჩემზე მეტად უყვარდეს ჩემს შვილს, ამას ვერ გადავიტანო“, – ამბობს თეა დარჩია.

„ხუთი წელი ვთამაშობდი კაზინოში, დღე და ღამე – რწმენის ძალით მე ეს სენი დავძლიე… ძალიან ბევრი მიზეზი მივეცი ხალხს სალაპარაკოდ…“ – თეა დარჩია პირადზე

20 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მარიამ მათიაშვილმა სუხიშვილები დატოვა

ვიდეო: მარიამ მათიაშვილის და პატარძლის საოცარი შესრულება – შთამბეჭდავი კადრები მოცეკვავის, ელენე სურმანიძის ქორწინების წვეულებიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები