LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთელი კლასი დავპატიჟე დაბადების დღეზე და არავინ მოვიდა…“ – რა ისტორიას იხსენებს თეა დარჩია

1060
თეა დარჩია

მოცეკვავე თეა დარჩიამ პოდკასტ „მისმინეში“ სტუმრობისას სკოლის პერიოდი და ის უსიამოვნო ისტორია გაიხსენა, როდესაც მერვე კლასში დაბადების დღეზე მიწვეული თანაკლასელებიდან მასთან არავინ მივიდა.

თეა დარჩია განმარტავს, რომ თანატოლებთან კონფლიქტი არ ჰქონია და მომხდარის მიზეზი დღემდე არ იცის.

„არავისთან მქონია კონფლიქტი, უბრალოდ რაღაცნაირად გაუგებარი სიცივე მეჯახებოდა ყოველთვის… მე საერთოდ არ მინდოდა, რომ სკოლის შესასვლელში რომ გამომჭიმეს, იმ ფოტოში… მე არ მჭირდებოდა ის არაფერში, არ მინდოდა რომ გამორჩეული ვყოფილიყავი…

მერვე კლასში, მთელი კლასი დავპატიჟე დაბადების დღეზე და დღემდე არ ვიცი, რატომ, მაგრამ არავინ მოვიდა… შემდეგ სხვა მერვე კლასში გადავედი…

არც გამომიძიებია რატომ მოხდა… მაშინ მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო, რადგან მე ასე გამზარდეს, რომ დღეს თუ რამე გტკივა, გუშინ შენ შეგეშალა, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ჩემი ბრალი არ იყო, უბრალოდ რაღაც მოხდა, რაც მე არ ვიცი და არც მინდა რომ ვიცოდე, რომ კიდევ ტკენას ტკენა არ დაემატოს…

იცი, რატომ ვარ დღეს საღ გონებაზე? ვფურცლავ ეგეთ რაღაცებს, ჩემი თავდაცვის საშუალება იყო ბავშვობიდან ეს… მეორე დღესვე ეს ისტორია ჩავკეტე, გადავფურცლე“, – ამბობს თეა დარჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები