დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.
ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის 5 კურსდამთავრებულმა საუკეთესო ქულები აიღო.
- სალომე ჩიტაიშვილმა -54 ქულა;
- გიორგი ჩხარტიშვილმა – 55 ქულა;
- ანა ერქომაიშვილმა – 53 ქულა;
- მეგი მგელაძემ – 52;
- სოფო ურუშაძემ – 52 ქულა.
„კლასელები ვართ. ხუთივე ოქროს მედალოსნები. მე სწავლის გაგრძელება კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით მსურს”, – განუცხადა „ფორტუნას“ სალომე ჩიტაიშვილმა.
შეგახსენებთ, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები დღეს გამოაქვეყნა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.