LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე, ბოლოს სადაც ხალხი დგას, იქ არ გამატარეს“ – მოქალაქე ამბობს, რომ ე.წ გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო მაისურის გამო, პოლიციამ პარკის დატოვება მოსთხოვა

155
ნესტან ანანიძე

მოქალაქე ნესტან ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, „ვეტერანთა პარკში“, ვარჯიშის დროს, პოლიციელებმა ადგილის დატოვება მოსთხოვეს. ანანიძე facebook პოსტში აღნიშნავს, რომ ვარჯიშის დროს ეცვა მაისური, წარწერით: „არა რუსულ კანონს“, რაც მისი აზრით, სამართალდამცველების მხრიდან კონტროლის მიზეზი გახდა:

„დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი რატომ საჯარო სივრცეა და ვვარჯიშობ-მეთქი. მიხვდა არაფერი გამოუვიდოდა და წავიდა.

შემდეგ ხუთმა პოლიციელმა ამიყვანა კონტროლზე. მთელი ვარჯიშის დროს ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ. ბოლოს სადაც ხალხი დგას, იქ არ გამატარეს. სად მიდიხარო, სახლში-მეთქი მეორე მხარეს გადამაცილა პოლიციელმა და მეორე მხრიდან გაგაცილებთ, ცხრა მაისთან დაკავშირებით ღონისძიებააო.

ჯადოსნური მაისურია, ისეთი რამეები შეუძლია.“ – წერს ნესტან ანანიძე.

დღეს დავრბოდი კიკვიძის პარკში, როგორც ყოველთვის ამ მაისურით. პოლიციელი მოვიდა და მეუბნება დატოვეთ ტერიტორიაო. მე ვუთხარი…

Posted by Nestan Ananidze on Wednesday 8 May 2024
magti 5g