LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება

93
პარლამენტი

ხვალ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, პირველი შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, ასევე სხდომაზე შემუშავდება დებულებაც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, კომისია უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხზეც იმსჯელებს, რადგან ის 17 თებერვალს შეიქმნა და საქმიანობის ვადა 17 მაისს ეწურება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის. კომისია ოთხი წევრისგან არის დაკომპლექტებული. კომისიის წევრები არიან “ქართული ოცნებიდან” გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური და “ევროპელი სოციალისტებიდან” ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი.

პოპულალურები