LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან სხვა ტურნირზე ვართ და სხვა ატმოსფეროა. რთული მატჩი იქნება..“ – ვილი სანიოლი

214
Untitled design (5)

„ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან სხვა ტურნირზე ვართ და სხვა ატმოსფეროა. რთული მატჩი იქნება..“ – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, ესპანეთი საუკეთესო გუნდია ამ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე საქართველომაც კარგი თამაში აჩვენა.

„ესპანეთთან 1-7 წაგება ჩვენთვის რთული მომენტი იყო, მაგრამ წინსვლისთვის ასეთი მომენტები საჭიროა. ესპანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ბოლო სამ წელში მათ წინააღმდეგ 4-ვე მატჩში წავაგეთ, მაგრამ ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, რადგან სხვა ტურნირზე ვართ და სხვა ატმოსფეროა. ხვალინდელ მატჩში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ეს საკმაოდ რთული მატჩი იქნება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს… ჩვენ უკვე მოვიგეთ ევრო 2024. დასაკარგი არაფერი გვაქვს და მოედანზე საბრძოლველად გავალთ.

ესპანეთს ჯგუფში გოლი არ გაუშვია და საუკეთესო გუნდია ამ ევროპის ჩემპიონატზე. მათ ხიფათის შექმნა ყველა პოზიციიდან შეუძლიათ, რადგან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ.

ნიკო უილიამსი და იამალი ფანტასტიკურები არიან, საოცრად ვითარდებიან. ისინი გუნდურადაც ძალიან ძლიერები არიან. თუმცა, ვფიქრობ, საქართველომაც ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაში აჩვენა. ჩვენთვის მართლაც რთული მატჩი იქნება. პორტუგალიის მსგავსად, ესპანეთიც დიდი გუნდია, მაგრამ მარტო იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ თავი დავიცვათ, არაფერი გამოვა. გვინდა ესპანეთს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები და შეგვიძლია ბურთის სწორად გამოყენება. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და იმავენაირად თამაშს ვეცდებით ხვალაც,”- განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აცხადებს, რომ „მოხარულები არიან ევროპის ჩემპიონატზე ყოფნით“. სანიოლი დარწმუნებულია, რომ „ნაკრებმა ძალები უკვე აღიდგინა და მოუთმენლად ელის ხვალ მოედანზე გასვლას“.

„პორტუგალიის დამარცხება, რა თქმა უნდა, ძალიან ემოციური მომენტი იყო. ჩვენ ვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ ესპანეთმა ჩვენზე 2 დღით მეტი დაისვენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ძალები უკვე აღიდგინა და მოუთმენლად ელის ხვალ მოედანზე გასვლას.

ვერ ეტყვი ფეხბურთელებს, რომ არ გარისკონ – პლეიოფში განსხვავებული დატვირთვაა. მათ იციან, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ დაცვას და დისციპლინას, მაგრამ როდესაც ფეხბურთელებს ბურთი ექნებათ, ყველაფერი კარგად უნდა გათვალონ და ისე იმოქმედონ, გრძნობებით და გამოცდილებით უნდა ითამაშონ.

პორტუგალიასთან მატჩში ჩემი გუნდის ყველა ის საუკეთესო მხარე დავინახე, რაც მათ აქვთ. მოტივაციისთვის მე არ ვარ საჭირო. ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და დამატებითი სიტყვები საჭირო აღარ არის. ალბათ, ჩემგან სჭირდებათ ჩემი მენტალიტეტი, რომ დავამშვიდო, რადგან ქართველი ფეხბურთელები ძალიან ემოციურები არიან და ჩვენს შორის კარგი ბალანსია. ჩვენი მენტალიტეტები ერთმანეთს კარგად ერწყმის და მუშაობას დაბალანსებულად ვახერხებთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g