„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ” ქართული ოცნების“ კანდიდატს გამოკითხულთა მხოლოდ 12% დაუჭერდა მხარს.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს არ დაუწერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% – გიორგი მარგველაშვილს, 6% – დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს მისცემდა ხმას.
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 11% – “ნაციონალურ მოძრაობას”, 4% – “ევროპულ საქართველოს”, 3% კი – “ლეიბორისტულ პარტიას”.
ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა, 30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
